ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს პოზიციას და როცა პარლამენტში მობრძანდებით, მობრძანდით მოტივირებული შენიშვნებით - იცოდეთ სად ხართ, რა მოგეთხოვებათ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი კი გიორგი მსხილაძის განცხადება გახდა, რომ მან პრეზიდენტის მიერ მოსმენების კანონზე დადებული ვეტოს ირგვლივ დასმულ სამართლებრივ შეკითხვებზე უპასუხა და მეტ შეკითხვებს აღარ უპასუხებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა როდესაც კომიტეტში მიდის, "ქცევის წესები უნდა იცოდეს".

„ბატონო გიორგი ახლა მე თქვენ მოგიწოდებთ, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს პოზიციას და როდესაც აქ მობრძანდებით სხვა დროს, მობრძანდეთ მოტივირებული შენიშვნებით და აქ შეკითხვების შემობრუნებას თავი დაანებეთ. იცოდეთ სად ხართ, რა მოგეთხოვებათ, რა გავალიათ თქვენ კონსტიტუციით და კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულება და გასცემთ პასუხს იქამდე, სანამ იქნება დამაზუსტებელი შეკითხვები, თუ არ შეგიძლიათ, ბრძანეთ, რომ არ გაქვთ პასუხი. როდესაც მობრძანდებით კომიტეტში, ტრიბუნაზე, იცოდეთ თქვენი ქცევის ვალდებულებები“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა