სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები.

ხანძარი სოფელ შილდის ტყეში 1-ელ სექტემბერს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.