ლევან ანდრიაშვილმა თელავში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ლევან ანდრიაშვილმა თელავში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თელავში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

თელავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ მეტრეველთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თედო ხოსროშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გივი მეტრეველთან ერთად მოინახულა.

„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სი ემ დი ფორტექსი“ ასრულებს. ბაღის მშენებლობაზე 3 426 416 ლარი დაიხარჯება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.