აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში კომიტეტებში ჩაეშვა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
„ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში შემოსულ მორიგ პეტიციაზე -,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობის თაობაზე“ (ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე) განხილვის პროცედურები იწყება, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი.
ბიურომ მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს 2022 წლის ბიუჯტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა. ცვლილება საკანონმდებლო ორგანოს შენობის სრულ ადაპტირებას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს უკავშირდება.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
























