შალვა პაპუაშვილი - კონფერენციაზე წარმოდგენილი არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც პარლამენტის მანდატები მიაგდეს - რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის მიცემა, ახალისებს რადიკალიზმს

კონფერენციის პანელზე წარმოდგენილები არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც პარლამენტის მანდატები მიაგდეს - რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის მიცემა, ახალისებს რადიკალიზმს. ეს არის მიზეზი, რის გამოც არ მივიღე მონაწილეობა ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში მიმდინარე კონფერენციას „დიდება უკრაინას“ არ ესწრება.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც ქართველ ხალხს ვნებს.

„რაც შეეხება კონფერენციას, ჩვენი ამოცანა, მათ შორის 12 პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია, რომელიც ძირითადად განპირობებულია ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციით. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ვალდებულია ფოკუსირებული იყოს, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც ქართველ ხალხს ვნებს. იცით, რომ ამ კონფერენციის პანელზე წარმოდგენილია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე, მოგიწოდებენ თქვენ, რომ დაყაროთ ხალხის მიერ მონიჭებული მანდატები. ეს არის რადიკალური დღის წესრიგი. რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის მიცემა ახალისებს რადიკალიზმს. ეს არის მიზეზი, რის გამოც არ მივიღე მონაწილეობა. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო