შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება

ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ფოკუსირებული უნდა იყოს რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება - რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ ესწრება თბილისის საერთაშორისო კონფერენციას.

„გუშინაც ვთქვი, დღესაც გავიმეორებ: ჩვენი ამოცანა, მათ შორის, 12 პუნქტის ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაცია, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ვალდებულია, ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ხოლო რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს, ვინაიდან ეს რადიკალიზაცია სწორედ ამას იწვევს. იცით, რომ ამ კონფერენციაზე, მათ შორის, პანელზე, წარმოდგენილები არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე და მათ შორის, თქვენ, მოგიწოდებენ რომ დაყაროთ ხალხის მიერ თქვენთვის მონიჭებული მანდატები - ეს არის ტიპიური რადიკალური დღის წესრიგი და ტრიბუნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთვის მხოლოდ ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მივიღე მონაწილეობა, რომ ქართველი ხალხის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არის იმაში, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო