ირაკლი ზარქუა - ლევან ხაბეიშვილმა გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს - სიდედრი ამის გამო ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა

ლევან ხაბეიშვილმა 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, რომ 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო. სიდედრი ამის გამო ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა. გვიჩივლა და ამ ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დავდიოდით. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხაბეიშვილი ამ ქვეყანაში შემდგარი მასხარაა.

„ვუსმენდი, როგორ დავარქვა ახლა, კი ბატონო, კოლეგა ხაბეიშვილს, იგი წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში, იცით თქვენ, რომ საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და ისევ აგრძელებს ამ თემას. ეს რა არის მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ და იცით, რაში დაიმსახურა ეს ნომინაცია? 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, რომ 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი 1970-იანი წლებიდან ცხოვრობს იქ, დაბადებულიც არ ვიყავი. სიდედრი ამის გამო ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა. გვიჩივლა და ამ ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დავდიოდით. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს. ახლა, გამახსენდა, ივანიშვილმა რაჭის ტყეები მიითვისაო. აი, ამ კატეგორიასა და ნომინაციაშია ეს ადამიანი ლიდერი. ახლა, ბატონ ირაკლი კობახიძეზე თქვა, არშემდგარი ადამიანიაო. თქვა ეს ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია. ვინ ლაპარაკობს არშემდგარი ადამიანიაო? ხაბეიშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში შემდგარი მასხარაა, მაგრამ კარგი, ამაზე მეტს არ გავჩერდები“,- განაცხადა ზარქუამ.

მან ხაბეიშვილის შემდეგ რომან გოცირიძესაც მიმართა.

„ბატონი რომანიც ძალიან უცნაურ პოზიციას და გზას ადგას, იმიტომ, რომ მას ესმის, აქვს ეკონომიკის განათლება და როდესაც იცი, რომ საქართველო მცირე, მაგრამ ღია ეკონომიკის ქვეყანაა, მაშინ, როდესაც მსოფლიოში არის ინფლაციის ასეთი გამოწვევები, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში 21%-იანი ინფლაციაა, ჩვენთან 11.5%-ია, მაღალია, მაგრამ შედარებით ნაკლები, ევროზონაში დაახლოებით 9%-ზე მეტია, მთავარ პარტნიორ ქვეყანაში თურქეთში - 77%-იანი ინფლაციაა, არაფერს ვამბობ რუსეთსა და უკრაინაზე გარკვეული მიზეზები გამო და ამ მოცემულობაში საქართველო ინარჩუნებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მაღალ ეკონომიკურ ზრდას“,- აცხადებს ზარქუა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ წევრს გიორგი ბოტკოველსაც მიმართა.

„თქვენ გევალებათ ერთი, პრემიერი ღარიბაშვილი და მთავრობა რასაც დააანონსებს ის რომ მოქალაქეებამდე მიიტანოთ. შეცდომაში მაინც ნუ შეიყვანთ. მერე ასეთი ხელმოცარულები დარჩებით. მერე გამოვა ბატონი მელია და იტყვის, რაც არ მიკვირს - მე, სააკაშვილთან არც ვძმაკაცობ და არც ვმეგობრობო. შენ და ხაბეიშვილი რომ დარჩით იმ პარტიის ლიდერად იმიტომაც არის 17 კაცი რომ დაგყვებათ ხოლმე აქციებზე“,- განაცხადა ზარქუამ და აღნიშნა, რომ „წლის ნომინაცია ისევ დარჩება ჯიგარს“.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა