ილია დარჩიაშვილმა მიხაელ გალერთან შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრ ილია დარჩიაშვილისა და ევროპარლამენტარ მიხაილ გალერს შორის შეხვედრა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით.

„შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტის ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა.

რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ გამოწვევებზე. აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა