გიორგი ხოჯევანიშვილი - მოგიწოდებთ, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყოთ ზრუნვა, რომ ემიგრანტებს მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ხვალინდელი დღის შექმნაში

მოგიწოდებთ, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ ემიგრანტებს მიეცეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ხვალინდელი დღის შექმნაში,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, პარტიამ "საქართველოსთვის" სამუშაო ჯგუფებში წარადგინა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის განხორციელების შემთხვევაში ემიგრანტებს საშუალებას მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად მიიღონ.

"ყველა თემატურ სამუშაო ჯგუფში ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული ხედვები, რომელიც ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას ხელს შეუწყობს და იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ უახლოეს კვირების განმავლობაში წარდგენილ კანონპროექტებში ასახული იქნება ჩვენი ინიციატივები. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხი ნამდვილად არავის აღარ აპატიებს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოვების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას და საქართველოს მომავლით მოვაჭრეებზე იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენი გუნდის მიერ წარდგენილი ინიციატივებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ელექტრონული და ინტერნეტ არჩევნების შესაძლებლობების შექმნა. უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყნის შიგნით ელექტრონული არჩევნების საკითხზე არის პოლემიკა. ამ ორ სტანდარტს შორის არის სხვაობა, კერძოდ, ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში ტრადიციული საარჩევნო ყუთების ჩანაცვლება ხდება სპეციალური ტექნიკით, ხოლო ინტერნეტ არჩვენების შემთხვევაში არჩევნებზე საკუთარი შეხედულების დაფიქსირება სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით ხდება. ვაანალიზებთ რა ორივე მეთოდით არჩევნების ჩატარების მნიშვნელობასა და მოსამზადებელი სამუშაოების მასშტაბს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია პირველ ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭოს ინტერნეტ არჩევნების ჩატარებას, თუნდაც მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე შეფასებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობს 2 მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც იმსახურებენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღების უფლებას.

მისი თქმით, გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა, ინტერნეტ არჩვენებს აქვს წმინდა პრაქტიკული დატვირთაც.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო