გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს 01:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში, გლდანის მასივში, გიორგიწმინდაში, თბიღვინოს მებაღეობასა და მიდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ბოდორნა, წითელი კლდე, აგატი, მიგრიაულები, კენჭაკლდე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.