უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე დაკარგულად 236 ბავშვი ითვლება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ბავშვების ძებნის სახელმწიფო პორტალის მიხედვით, 2022 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით: დაკარგულია - 236, დეპორტირებულია - 7343, ნაპოვნია - 5391 და დაბრუნებულია - 55 ბავშვი”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში.
ამასთან, უკრაინაში, რუსული ძალების მოქმედებების შედეგად, 741-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"