„ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, კინოფესტივალ BIAFF-ის დაფინანსება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

ენმ-ს წევრის ლაშა კილაბერიას თქმით, ახალი მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, მათ კითხვები აქვთ, რატომ გამოიყო „პრაიმ-შოუს“ კონცერტისთვის ფინანსები და რატომ არ ფინანსდება კინოფესტივალი BIAFF-ი.

“ქართულმა ოცნებამ” და ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, რომ ფესტივალის ხარჯები არ დააფინანსოს. პასუხი არ არსებობს, რატომ არ ხდება ფესტივალის დაფინანსება. სოფო ხალვაშმა განაცხადა, რომ საკრებულო ვერ შეიკრიბა და სხდომა არ ჩატარდა, რის გამოც კონკურსის დროულად გამოცხადება ვერ მოხდა. სოფო ხალვაშს შევახსენებთ, რომ არჩევნების დასრულებისთანავე საკრებულოს ოპოზიცია შეკრებილი იყო, სხდომის ჩანიშვნას ველოდებოდით, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ბოიკოტი გამოუცხადა. ამიტომ ყველაფერზე პასუხისმგებელია “ქართული ოცნება“. საკრებულოს თავმჯდომარეს მოვუწოდებთ, რომ რიგგარეშე სხდომა მოვიწვიოთ, მერმა ცვლილება წარმოადგინოს, და დავაფინანსოთ ფესტივალი”,- განაცხადა ლაშა კილაბერიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას მმართველ გუნდში უპასუხეს. “ქართული ოცნების” წევრის თენგიზ აფხაზავას თქმით, ბოიკოტის რეჟიმში თავად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იმყოფებოდა.

მისივე თქმით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება. “რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება. მათ არაერთხელ შევთავაზეთ ბოიკოტის რეჟიმის დარღვევა. ახლა ხომ შემობრძანდნენ, თავის დროზე შემოსულიყვნენ და ბათუმის მერიას არ დაჭირდებოდა, ფორსმაჟორულ რეჟიმში დებულების მიღება. სიცრუეა თითქოს ჯიბრზე არ დაფინანსდა ფესტივალი”,- აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს