პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. თავდაპირველად სხდომაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი მხოლოდ 20- მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 68 დეპუტატი წავიდა.

ამის შემდეგ, კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79 - მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 წინააღმდეგ წავიდა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

ცნობისათვის, პრეზიდენტი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობს. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ კანონის მიღების პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარიმართა.

პრეზიდენტი პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესს გადაწყვეტილებას ელის, პარლამენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის და პროცესს აფერხებს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა.

მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო