სერგო ჩიხლაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის 12 პუნქტზე თავიდანვე ისე ჩაკეტა პროცესი, რომ ვინც კი განაცხადა მონაწილეობას ვიღებო, ისინიც კი გაყარეს პროცესიდან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს და ამის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს.

„ვადამდელი არჩევნები, რა თქმა უნდა, არ არის თვითმიზანი, მაგრამ არის გზა, როგორ შეიცვალოს ხელისუფლება. 2024 წლამდე ისეთი პოზიცია რომ ჩვენ, ოპოზიცია მოვემზადებით, ვივარჯიშებთ, „ბოქსზე“, ტრენაჟორებზე ვივლით, ფორმაში ჩავდგებით და მერე დავამარცხებთ... ამ ორ წელიწადში შეიძლება არჩევნებიც აღარ იყოს, არასამთავრობო სექტორიც აღარ არსებობდეს, მედიაც დაიხუროს და ა.შ. რაც მთავარია, რატომ უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნება“? იმიტომ, რომ მათ ხელში ევროკავშირის არც სტატუსი გვექნება, არც კანდიდატის სტატუსი და მითუმეტეს, არც პროგრესი იქნება. ამ 12 პუნქტზე თავიდანვე ისე ჩაკეტეს პროცესი, რომ ვინც კი განაცხადა მონაწილეობას ვიღებო, ისინიც კი გაყარეს პროცესიდან. მეორე, ჩვენმა ქვეყანამ აშკარად კურსი იცვალა დასავლეთიდან პრორუსული მიმართულებით. სასწრაფოდ არის ეს ხელისუფლება მოსაშორებელი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი შეფასებით, აქ დგას საკითხი- რუსეთი თუ ევროპა.

„მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ევროპის მომხრე. „ქართული ოცნება“ არის რუსეთის მომხრე. შესაბამისად, როგორი სისტემითაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, კარგი კოორდინაციის, კარგი მომზადების, საზოგადოებრივი აზრის მობილიზების, სწორი ნაბიჯების, მუშაობის, პროცესის შექმნის, ყოველდღიური აქციების, არ ვგულისხმობ მარტო ქუჩის აქციებს, ყოველდღიური სამოქმედო გეგმის ამოქმედების შემთხვევაში, არ არსებობს შანსი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს, თუნდაც ამ წესებით“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, "პრორუსულ ძალა „ქართულ ოცნებასთან“ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ითანამშრომლებს".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა