არჩილ თალაკვაძე უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს სანქციების სიაზე - ეს არის სააკაშვილის გუნდი, საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა "მელას თავის კუდი მოწმედ მოჰყავს"

ყველამ იცის, რომ ეს არის სააკაშვილის გუნდი, საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა "მელას თავის კუდი მოჰყავს მოწმედ", - ასე ეხმიანება ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების სიის გამოქვეყნებას, სადაც ბიძინა ივანიშვილიცაა შეყვანილი.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის დამაზიანებელ კამპანიას ეწევა.

"ყველამ იცის, რომ ეს არის სააკაშვილის გუნდი რეალურად, ვინც აქტიურობს და ცდილობს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიაყენოს და ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა "მელას თავის კუდი მოჰყავს მოწმედ". სააკაშვილს მოწმედ მოჰყავს თავის თანაგუნდელები, რომლებიც არიან თანამდებობებზე უკრაინაში, აქედან სააკაშვილი და მისი ადვიკატები, იქიდან სააკაშვილის მეგობრები ერთმანეთს უცვლიან განცხადებებს. ამიტომ სერიოზულ კომენტარს ამ აბსურდულ სიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ, ჩვენ ვიცით, როგორ უჭერს საქართველო მხარს უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში. ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ დაადასტურა ის, რასაც ბევრი ადამიანი ამბობს ამ ქვეყანაში, რომ სინამდვილეში ეს დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ გახლავთ სწორედ მათი პარტიის ორგანიზებული და დაადასტურა, რომ მას აქვს ჩაბარებული ეს საქმე, მან აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს",- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა