„ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც გაიხსნა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში „ვენდის“ ახალი ფორმატის რესტორანი გაიხსნა. ამერიკის საელჩოსთან ახალგახსნილი „ვენდის“ შემდეგ, ეს რესტორანი მეორეა, რომელიც განსხვავებული ერგონომიკით, ახალი ტექნოლოგიებით, 24 საათი უმასპინძლებს სტუმრებს.

„ვენდის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, “ვისოლ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე, „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

„საქართველოში „ვენდის“ ბრენდირებული რესტორნების ქსელის განვითარების პირველივე დღიდანვე ჩვენი ამოცანაა მუდმივად დავიცვათ კომპანიის მთავარი დანაპირები, რომელიც 1969 წლიდან უცვლელია: "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში „დანკინის“ შემდეგ „ვენდის“ გამოჩენა განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვისთვისაც ყოველთვის ახალი, გაუყინავი ხორცით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ბურგერები, გამორჩეულად გემრიელი პიცების მრავალფეროვანი არჩევანი და არომატული ყავები ცხოვრების ხშირი თანამგზავრია. „ვისოლ ჯგუფისთვის“ განსაკუთრებულად საამაყოა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების მომსახურება „ვენდის“, „დანკინისა“ თუ „სმარტის“ ობიექტებში, რადგან ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორები მოგზაურობის უნიკალურ გამოცდილებას ჩვენს ბრენდებთან ერთად კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობენ და სასიამოვნო ემოციები დიდხანს გაჰყვებათ", - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„დანკინის“ ამერიკული რესტორანი და „სმარტის“ სუპერმარკეტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიცაა წარმოდგენილი. „ვენდისა“ და „დანკინის“ ფორმატში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგახსნილი ობიექტი 76-ე რესტორანია. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელის ოპერატორია და 2025 წლისათვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით 150 რესტორანის მართვას გეგმავს. უახლოეს მომავალში „ვენდის“ რესტორნები სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც გაიხსნება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო