ირაკლი კობახიძე - უკრაინული კანონის კოპირება გვინდოდა, გამოვიდა ჰარცელით დაწყებული და ენჯეოებით დასრულებული ყველა და ამბობენ, რომ არ გვჭირდება კანონი, რადგან ნახეს, რომ ოლიგარქები ჰყავთ მათ: კეზერაშვილი, ხაზარაძე

უკრაინული კანონის კოპირება გვინდოდა, გამოვიდა ყველა, კარლ ჰარცელით დაწყებული და "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ენჯეოებით დასრულებული და ამბობენ, რომ არ გვჭირდება თურმე ეს კანონი, რადგან ნახეს, რომ ოლიგარქები ჰყავთ მათ - კეზერაშვილი, ხაზარაძე და ა.შ. "ქართული ოცნების" ნაწილში კი ოლიგარქები არ არიან,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, არახამიას და სხვებს სურთ საქართველო ომში ჩაერთოს და ამიტომ საუბრობენ სანქციებზე.

„არახამიას და მასთან დაკავშირებულ „შპანას“, იქ არიან ვიღაც პოდოლიაკი და ა.შ. და უნდათ, რომ საქართველოში გაჩაღდეს ომი, ჰკითხონ ხალხს, უნდათ თუ არა საქართველოში იყოს ომი, გამოვიდეს ხატია დეკანოიძეც და კითხვა დასვას, თუ გინდათ, ჩვენ დასვამთ ამ კითხვას, ჩავატაროთ პლებისციტი - სურს თუ არა ქართველ ხალხს ომი საქართველოში? ეს სანქციები ხომ შანტაჟის მექანიზმია. დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, დავსვით ამაზე საკითხი და მივიღეთ პასუხი, რომ კანონი არ გვჭირდება თურმე საქართველოში, უკრაინული კანონის კოპირება გვინდოდა, ეს განიხილება კიდევ და გამოვიდა ყველა, კარლ ჰარცელით დაწყებული და "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ენჯეოებით დასრულებული და ამბობენ, რომ თურმე ეს კანონი და დეოლიგარქიზაცია არ გვჭირდება, რადგან ნახეს, რომ ოლიგარქები ჰყავთ მათ - კეზერაშვილი, ხაზარაძე და ა.შ. და "ქართული ოცნების" ნაწილში კი ოლიგარქები არ არიან ანუ ვერც ბიძინა ივანიშვილს ვერ უმტკიცებენ, რომ იმ დეფიცინიაში ხვდება, რასაც აყალიბებს უკრაინული კანონი, სამაგიეროდ, კეზერაშვილი და სხვები ხვდებიან", - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო