1500-ზე მეტი სასტუმრო ყველაზე დიდი დანაზოგით ერთ სივრცეში

დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს სასტუმროების კიდევ უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს. ვებგვერდზე ჯამში უკვე 1500-ზე მეტი სასტუმროა განთავსებული.

ვებგვერდზე სასტუმროები 23-დან 58%-მდე დანაზოგით არის წარმოდგენილი, რაც მაღალი ხარისხის დასვენებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. მომხმარებელს შეუძლია როგორც სტანდარტულ, ისე პრემიუმ კლასის სასტუმრო შეარჩიოს, რისთვისაც ვებგვერდზე სულ ორი ეტაპის გავლა სჭირდება: პირველი - დანაზოგის შეძენა, მეორე - სასტუმროს დაჯავშნა.

ამასთან, Hotsale.ge გვთავაზობს რამდენიმე სასტუმროს, სადაც საინტერესო პირობებით შეგვიძლია დასვენება:

სტანდარტული სასტუმროები:

სასტუმრო სტეფანწმინდაში კომფორტული ოთახებით, გემრიელი კერძებით, მეგობრული პერსონალითა და ულამაზესი ხედებით. ყაზბეგის დათოვლილი მწვერვალები და მისი გამორჩეული ლანდშაფტი თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის.

„ინსაიდ ყაზბეგში“ Hotsale.ge-ზე 33%-იანი დანაზოგი მოქმედებს.

„გუდაური ლოფტი“ კიდევ ერთი გამორჩეული სასტუმროა საქართველოს მაღალმთიან მხარეში. კომფორტული ნომრები, აუზი, სპა ცენტრი და გემრიელი კერძები მისი სავიზიტო ბარათია. სასტუმროდან იშლება შთამბეჭდავი ხედები, რაც აქ დასვენებას ყველა სეზონზე გამორჩეულს ხდის.

სასტუმროზე Hotsale.ge 32%-იან დანაზოგს გთავაზობთ. გადახდილ საფასურში კი საუზმე, სპა ცენტრისა და აუზის სერვისიც შედის.

პრემიუმ კლასის სასტუმროები:

ბოლო პერიოდში ციხისძირი ზაფხულის პოპულარულ მიმართულებად იქცა. ულამაზესი ბუნება, გიგანტური ზომის მცენარეები, ზღვის ლურჯი წყალი და საოცარი ხედები მართლაც ეგზოტიკურ გარემოს ქმნის. ამ საოცარ ადგილზე კი დაგხვდებათ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმრო „კასტელო მარე“, სადაც 45%-იანი დანაზოგით დაისვენებთ. აუზი ზღვის ხედით კი თქვენს შვებულებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

კიდევ ერთი სასტუმრო გუდაურში პრემიუმ მომსახურებითა და შთამბეჭდავი ხედებით, სადაც ცხელ დღეებს ქალაქის ქაოსიდან მოშორებით, სასიამოვნოდ გაატარებთ.

სასტუმროს ნომრის დაჯავშნისას შეძლებთ 28%-იანი დანაზოგით ისარგებლოთ.

„არგე“ კახეთის გამორჩეული სასტუმროა, რომელიც თავისი საინტერესო ინტერიერითა და პრემიუმ კლასის მომსახურებით ხასიათდება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ღია აუზით ისარგებლონ, დილით კი უგემრიელესი საუზმე მიირთვან.

Hotsale.ge-ზე განთავსებული 2-ადგილიანი ნომრის დაჯავშნა 29%-იანი დანაზოგით არის შესაძლებელი.

(R)

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს