თეა ახვლედიანი სოფელ ჩორჩანასა და ავლევში მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფი ხაზის სოფლებში იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი, საოკუპაციო ხაზთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევს ესტუმრა. ავლევში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფელი კნოლევისა და ცერონისის მცხოვრებლები.

როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის ხელშეწყობაა.

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შიდა ქართლში გამყოფი ხაზის სოფლებს სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს.

„ვაგრძელებთ ინტენსიურ კომუნიკაციას საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან. შიდა ქართლის რეგიონის გამყოფი ხაზის სოფელ ჩორჩანაში, ავლევში, კნოლევსა და ცერონისში, რომელთა მცხოვრებლებთან დღეს გავმართეთ შეხვედრები, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას განვიხილეთ მათთვის აქტუალური საკითხები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მათი შემდგომი გადაჭრის გზებზე. ასევე ვეწვიეთ სოფელ ავლევის საბავშვო ბაღს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა და რომელიც უკვე ამ სასწავლო წელს, პირველად, მიიღებს 30-ზე მეტ აღსაზრდელს 3 სოფლიდან. საქართველოს მთავრობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, შემდგომშიც განაგრძობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვას და მათ მხარდაჭერას მსგავსი პროექტებით და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე მორგებული მიდგომით“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო