ლევან ბეჟაშვილი - ტერმინოლოგია, რასაც USAID-ის დოკუმენტში ვკითხულობთ, უკვე კონკრეტული დიაგნოზია, ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდეგ მოდის უკვე კონკრეტული სახელები, გვარები და სანქციების სია

ტერმინოლოგია, რასაც USAID-ის დოკუმენტში ვკითხულობთ, უკვე კონკრეტული დიაგნოზია, ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდეგ მოდის უკვე კონკრეტული სახელები, გვარები და სანქციების სია, ამიტომ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა USAID -ის დოკუმენტს საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოყალიბების კვალდაკვალ კორუფციული სისტემა ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა.

"საქართველოს საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე იცის, რომ 2012 წლის შემდეგ კორუფცია ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოყალიბების კვალდაკვალ კორიფციული სისტემა ამ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა. ამაში ჩართულები არიან როგორც მაღალი თანამდებობის პირები, ასევე მუნიციპალურ დონეზე გამგებლები, საკრებულოს წევრები და ა.შ. შეუთავსებელია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ის, რასაც ოლიგარქიული რეჟიმი გვთავაზობს. ამიტომ როცა საუბარია სანქციებზე, ის შეეხება როგორც ბიძინა ივანიშვილს ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ჩართულია კორუფციულ სქემებში და გარიგებებში, მათ შორის მოსამართლეებს, პროკურორებს, პარლამენტის წევრებს, სამწუხარო რეალობაა, ამიტომ უნდა დავიწყოთ ბრძოლა დეოლიგარქიზაციისთვის. ეს ტერმინოლოგია, (რასაც დოკუმენტში ვკითხულობთ), უკვე კონკრეტული დიაგნოზია, ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდეგ მოდის უკვე კონკრეტული სახელები, გვარები და სანქციების სია, ამიტომ ამ განცხადების მერე უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, კონკრეტულ გვარებს და სანქციებს, რადგან სხვა შემთხვევაში არსებული რეალობის გამოსწორება შეუძლებელი იქნება. დეოლიგარქიზაციის დაწყებას სანქციების გარეშე, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნება" არ გეგმავს, ის უნდა ჩამოყალიბდეს ან სანქციები ან ძალაუფლების ტრანზაქცია ხალხის მიერ არჩეული ახალი ხელისუფლებისთვის",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო