"ვებსტერ საქართველო" სამაგისტრო პროგრამებზე პირველი ნაკადის მისაღებად მზადაა

"ვებსტერ საქართველოში" სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა 17 ოქტომბერს იწყება. უნივერსიტეტი ოფიციალურად გახსნილია და აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივად.

უნივერსიტეტი მაგისტრანტების მისაღებად მზადაა და პარალელურად არ წყდება მუშაობა იმ პროექტებსა და შეთავაზებებზე, რომლებსაც ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის პერიოდში მიიღებენ.

Webster University Georgia-ში სწავლება იმავე პროგრამებით ხორციელდება, რომლებიც უნივერსიტეტის სხვა 50-ზე მეტ კამპუსში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში სასწავლო კურსებს საერთაშორისო კამპუსებიდან მოწვეული პროფესორები გაუძღვებიან. მათ შორის არიან:

  • დიქეი მობლი - „ვებსტერის უნივერსიტეტის“ ბიზნეს სტრატეგიისა და ბრენდინგის კონსულტანტი და ლექტორი, რომელიც ტაილანდის კამპუსში 2014 წლიდან ასწავლის.
  • დოქტორი ჯეიმს ჯეინი - ასწავლიდა ისეთ ამერიკულ, ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებში, როგორიც არის Webster, Bradford და Assumption University.
  • ტონი ნასიონალი - ლექტორი და სტუდენტების მრჩეველი „ვებსტერის უნივერსიტეტის“ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში.
  • დოქტორი იოჰან ვან როიენი - 2003-2022 წლებში ჩინეთისა და ტაილანდის “ვებსტერის უნივერსიტეტის” კამპუსებში ასწავლიდა ფინანსებსა და ეკონომიკას.
  • დოქტორი მანოუგ სომაკიანი - ასწავლის როგორც საერთაშორისო უსაფრთხოებას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო ურთიერთობებს, მსოფლიო პოლიტიკას, გლობალიზაციასა და სხვა.
  • დოქტორი ტომას კლეინერი - „ვებსტერის უნივერსიტეტის“ პროფესორის რანგში დოქტორმა კლაინმა განავითარა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა. ასევე, „ალბერტას უნივერსიტეტში“ შექმნა საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის კურსი.
  • თიმ ენდრიუსი - ენდრიუსი არის უფროსი ლექტორი საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით University of Strathclyde-ში, ასევე გახლავთ ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი და საერთაშორისო MBA პროგრამის აკადემიური დირექტორი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

სასწავლო პროგრამების პარალელურად "ვებსტერ საქართველოს" მაგისტრანტები გაივლიან სხვადასხვა ტიპის გადამზადებას, ტრენინგს, მონაწილეობას მიიღებენ კონკურსებში, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდება. სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. პროექტების დეტალური წარდგენა სწავლის დაწყებისას ეტაპობრივად მოხდება.

უნივერსიტეტის კამპუსი მაქსიმალურად სტუდენტების კომფორტზეა მორგებული. აუდიტორიების გარდა ის მოიცავს შეხვედრების ოთახს, ბიბლიოთეკას, სამუშაო სივრცეს, კომპიუტერულ ლაბორატორიას.

"ვებსტერ საქართველოს" მაგისტრანტებს საბიბლიოთეკო ბაზით ულიმიტოდ სარგებლობა შეეძლებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ვებსტერ საქართველოს" პირველი ნაკადის მაგისტრანტები სწავლის პირველ წელს ამერიკის მხრიდან 1000 დოლარიან დაფინანსებას მიიღებენ. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა, საერთო სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსებაც.

საბუთების მიღება 15 სექტემბერს სრულდება. თუ ვებსტერის უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სწავლა გსურთ, საბუთების მიღება ხდება ონლაინ შემდეგ ბმულზე.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო