პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოგზაურობა გრძელდება. რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამჯერად პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

პოლონელი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ბოტანიკური ბაღისა და გონიოს ციხის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიანი აჭარა მოინახულეს, სადაც მათთვის ფოლკლორ შოუ და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია მოეწყო.

დეპარტამენტის მოწვევით სექტემბრის განმავლობაში აჭარას ჟურნალისტები ჩეხეთიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათავო ოფისიდან ეწვევიან. პრეს და ინფოტურების შედეგად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს ტურსააგენტოს და მედიის 150-მდე წარმომადგენელი გაეცნო, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა