ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის კმ13+530 - კმ14+900 მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციას დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.

10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით დროის პერიოდში ავტოტრანსპორტი ლომოურის და სოხუმის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის