მარნეულის და ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა

მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა, სამუშაოები უმოკლეს დროში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია განახორციელებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა: China Geo - Engineering Corporation (CGC) -ის რეგიონალურმა დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ და POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei -ის ფინანსურმა მენეჯერმა, გიუნი ბელტირიმ.

მშენებლობა 6 დამოუკიდებელ პროექტად განხორციელდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სისტემების მშენებლობა ეტაპობრივად, 15 თვეში უნდა დაასრულონ.

პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 47,003,251 აშშ დოლარი მოხმარდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, მშენებლობის გასაგრძელებლად შესაბამისი პროცედურები უკვე დასრულდა და გამარჯვებული კომპანია 15 თვეში სამუშაოებს დაასრულებს.

,,სასიხარულოა, რომ პანდემიის დროს შეჩერებული კანალიზაციის მშენებლობის პროცესი უახლოეს პერიოდში განახლდება.

მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება გვაძლევს საშუალებას, ბოლნისის დასავლეთ ნაწილში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოვაწესრიგოთ“,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო