ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძეზე - ღმერთო ჩემო, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება - საწყალი საქართველო

ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ევროპარლამენტარი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ის არათუ გვარამიასთან, არამედ არავისთან შესაშვები არ არის“.

„საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა