მარნეულის  მერიამ  კლუბ „წერეთელის“ ფეხბურთელებს სათამაშო ფორმები გადასცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, კლუბ „წერეთელის“ ფეხბურთელებისთვის საჩუქრად ბრენდირებული სათამაშო ფორმები შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებეს.

მათივე ცნობით, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ფეხბურთელებს პირადად შეხვდა, ფორმები გადასცა და წარმატებები უსურვა.

„აღსანიშნავია, რომ სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის „მოყვარულთა ლიგის“ ფარგლებში, რეგიონული ეტაპის შეხვედრაში წერეთლის საფეხბურთო გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, წალკის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდა და შეხვედრა მოგებით 2:0 დაასრულა. „წერეთელი“ ასპარეზობას რეგიონულ დონეზე, ქვემო ქართლის მასშტაბით აგრძელებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს