ფოთში „ფეინთბოლის“ ჩემპიონატი გაიმართა

ფოთში, მალთაყვის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ექსტრემალურ-სპორტული თამაშის, „ფეინთბოლის“ ჩემპიონატი გაიმართა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ტურნირში 90 ფოთელი ახალგაზრდა ჩაერთო და გამარჯვება გუნდმა „რეინჯერმა“ მოიპოვა, რომელიც მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატშიც მიიღებს.
„იმიტირებული საბრძოლო და ტაქტიკური მოქმედებები სახალისო და საინტერესო გამოდგა ღონისძიებაში ჩართული მონაწილეებისათვის. სპორტული თამაში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, „ფეინთბოლის“ ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ფოთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად გააგრძელებს ახალგაზრდებზე ორიენტირებული ღონისძიებებისა და პროექტების მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს ნიჭიერი ფოთელების წარმოჩენას.
























