გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად სოციალური პროექტი ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად სოციალურ პროექტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობითაც ახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერიის დაფინანსებული პროექტის „საქმიანობათა ცენტრი გორში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ ბენეფიციარები არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები - მრავალშვილიანი ოჯახები, ხანდაზმულები, იძულებით გადადგილებული პირები და ა.შ.

პროექტის სოციალური ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო, ჰუმანიტარულ, ჰიგიენურ, სარეაბილიტაციო, პრევენციულ და სხვა აქტივობებს. სამედიცინო გადასინჯვები, სურსათითა და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა, უფასო სოციალური საშხაპითა და რეცხვის სერვისით სარგებლობა, საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით საჭირო ინფარმაციის მიწოდება - ეს იმ მომსახურეობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ბენეფიციარები პროექტის ფარგლებში იღებენ. მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს