ხატია დეკანოიძის განცხადებით, უმრავლესობამ პარლამენტის სხდომაზე სუს-ის ანგარიშის „მიფუჩეჩებით გამოგდება“ გადაწყვიტა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უმრავლესობამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის “მიფუჩეჩებით გამოგდება“ გადაწყვიტა.

როგორც დეკანოიძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მან დღეს მედიით შეიტყო, რომ სუს-ის ანგარიშს ისმენენ.

“ქვეყანას სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები ჰქონდა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არა პრევენციული, არამედ დესტრუქციული როლი ითამაშა. მოგახსენებთ მათ შორის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავებას და იმ მასალას, რომელიც შემდეგ საზოგადოების თვალსაწიერზე გამოვიდა... ამიტომ ამ ანგარიშის დამალვა და უცებ ასე მიფუჩეჩებით პარლამენტში გამოგდება, ნამდვილად მიზანმიმართულად ხდება. ჩვენ, მათ შორის საზოგადოება დილით არ უნდა იგებდეს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიში გამოდის. არსებობს უამრავი პრობლემა სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ - რატომ ვიგებთ ჩვენ პრესიდან?“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ ბიუროს სხდომაზე.

კოლეგის პასუხად პარლამენტის თავმჯდონარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სუს-ის ანგარიში პარლამენტში აპრილში შევიდა, ივნისში კომიტეტმა განიხილა, ხოლო დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ სუს-ის უფროსს ყველა კითხვა დაუსვან.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი