ბაკურიანში, თამარ მეფის ქ.№35-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ბაკურიანში, თამარ მეფის ქ. №35-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, 31,5 გრძივი მეტრი სიგრძის და 4,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტისა და საავტომობილო გზის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ჩვენს მუნიციპალიტეტში, რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მწვავედ დგას აღნიშნული პრობლემა. შესაბამისად, ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს ბაკურიანში, სადაც სამუშაოები მალე დასრულდება“, – განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

კედლის მშენებლობას ბორჯომის მერია აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 71 556 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე კედლის მოწყობა არის დაგეგმილი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა