ირაკლი კობახიძე კითხვაზე, „ოცნების“ ინტერესი ხომ არ იყო, რომ რუსეთს არ გაეგო „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაზე - დავიმალებოდით და ისე ჩავატარებდით ამ წვრთნებს? რუსეთი ხომ ყველა ვარიანტში იღებს ამ ინფორმაციას

წელს არის ომის მდგომარეობა რეგიონში, შეიძლება ამან განაპირობა წვრთნებთან დაკავშირებით ფორმატის ცვლილება, - ასე პასუხობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, რატომ ჩატარდა წელს "ღირსეული პარტნიორის" სწავლება ისე, რომ მედიას არ ჰქონდა ინფორმაცია, განსხვავებით წინა წლებისგან, როცა გახსნა ყოველთვის იყო პომპეზური.

კობახიძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუმცა, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული უკრაინაში რუსეთის ომთან.

"ნებისმიერ დროს, როცა წვრთნები იგეგმება, თითოეული ღონისძიება, რაც დაკავშირებულია მასთან, თანხმდება პარტნიორებთან, ეს, რა თქმა უნდა, შეთანხმების საგანი იყო, ცალმხრივად არაფერი წყდება, თავიდან ბოლომდე თანხმდება ფორმატი პარტნიორებთან. გარკვეული ფორმატი შეთანხმდა, შეიძლება იყოს უსაფრთხოების ინტერესები და ა.შ. წელს ხომ განსხვავებული ვითარება გვაქვს, წელს არის ომის მდგომარეობა რეგიონში, შეიძლება ამან განაპირობა ფორმატის ცვლილება, რაც განხორციელდა შეთანხმებით. ის ომი, რომელსაც აწარმოებს რუსეთი უკრაინაში, შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი ფაქტორი მხარეებისთვის, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს",- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის ეს არგაღიზიანების პოლიტიკის გაგრძელება ან "ქართული ოცნების" ინტერესი ხომ არ იყო, რომ რუსეთს არ გაეგო ამ წვრთნების თაობაზე, კობახიძე პასუხობს - "დავიმალებოდით და ისე ჩავატარებდით ამ წვრთნებს? რუსეთი ხომ ყველა ვარიანტში იღებს ამ ინფორმაციას".

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს