სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან ერთად, სწავლის დაფინანსებას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებიც მიიღებენ

სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან ერთად, სწავლის დაფინანსებას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებიც მიიღებენ. თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებისათვის სწავლის დაფინანსების 2022 წელს განახლებულ პროგრამაზე ისაუბრა. როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, წინა წლებისგან განსხვავებით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან ერთად სწავლის საფასური მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებსაც დაუფინანსდებათ.

დაფინანსებით ისარგებლებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, რომლის ოდენობაც დამოკიდებული იქნება აკადემიურ მოსწრებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი სტუდენტი შეძლებს სწავლის დაფინანსების მიღებას. მინდა, თითოეულ ადამიანს, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, დედაქალაქის მერს, ყველას, ვისი ინიციატივითაც ეს ცვლილება წელს განხორციელდა მადლობა გადავუხადო“,-აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს სხდომაზე.

მისივე თქმით, დაფინანსების მიღებას პირველკურსელებიც შეძლებენ. განცხადებების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს