გენერალ-მაიორი ჯეფრი ბროუდვოთერი - მჯერა, რომ „ღირსეული პარტნიორის“ მეშვეობით  შექმნილი ნდობა და გაძლიერებული პარტნიორობა მტკიცე შედეგს გამოიღებს

მჯერა, რომ „ღირსეული პარტნიორის“ მეშვეობით შექმნილი ნდობა და გაძლიერებული პარტნიორობა მტკიცე შედეგს გამოიღებს, - ამის შესახებ აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნეთ „ღირსეული პარტნიორის“ დახურვა, რომელიც მეექვსედ ჩატარდა. სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორი ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობით ჩატარდა. მასში ქართულ მექანიზებულ და სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად მონაწილეობდნენ ფორმირებები ევროპიდან და ჩვენი დიდი ეროვნული გვარდია და თანაგუნდელები ჯორჯიის შტატიდან და დასავლეთ ვირჯინიიდან, ასევე 19 სხვა ქვეყნის სამხედროები, იმისთვის, რომ კომბინირებული ოპერაციები განეხორციელებინათ და მრავალეროვნული და რეგიონული ურთიერთთავსებადობა გაეძლიერებინათ.

მათ გააძლიერეს მზადყოფნა და გააუმჯობესეს მრავალეროვნული სამეთაურო და კონტროლის შესაძლებლობები.

მე მჯერა, რომ ამ სწავლების მეშვეობით, თითოეული მონაწილე ერის მიერ შექმნილი ნდობა და გაძლიერებული პარტნიორობა დროთა განმავლობაში დაამტკიცებს, რომ იქნება ჩვენი შესანიშნავი და კოლექტიური ძალისხმევის ყველაზე გამორჩეული და მტკიცე შედეგი“, - აღნიშნა გენერალმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში