ბაჩო დოლიძე - „თუ ქართულ ოცნებას“ არ ეშინია და დარწმუნებულია, რომ დამაჯერებლად მოიგებს, თავისივე  წესებით მზად ვართ ვადამდელი არჩევნებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებას“ არ ეშინია და დარწმუნებულია, რომ არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს, მზად არიან, მმართველ პარტიას თავისივე წესებით და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში დაუპირისპირდეს.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ვადამდელი არჩევნები ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

„მე არ ვთლი, რომ ოპოზიცია სუსტად გამოიყურება. სუსტად გამოიყურება რუსეთის და ბელარუსის ოპოზიცია, რომელიც არ არსებობს. ხელისუფლებას აბსოლუტურად ყველა კუთხიდან ხვდება წინაღობა. უცხოელი პარტნიორებისაგან, საზოგადოების მხრიდან, ჩვენგან - ეს არის ოპოზიციის მუშაობა. თუ ვინმე ოპოზიციის „კარგ ყოფნად“ აფასებს რუსთაველზე დგომას და როდესაც რუსთაველზე არ დგას - „ცუდ ფორმაშია“, ეს ძალიან უცნაური დეფინიციაა.

თუ შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი გაიმარჯვებენ, ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ამას იძახის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა აქტიური მოქალაქე. ვინმე არის კმაყოფილი? ვინმეს მოსწონს ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება? ვინმეს მოსწონს ანტიდასავლური განცხადებები, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად აჟღერებს? შესაბამისად, ერთადერთი ნორმალური და ცივილური გამოსავალი, ეს არის ვადამდელი არჩევნები. თუ არ ეშინია და დარწმუნებულია, რომ დამაჯერებლად მოიგებს, თავისივე წესებით მზად ვართ არჩევნებისთვის. მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, დღე არ ჩაგვიგდია, ზუსტად ვიცით, როგორია საზოგადოების განწყობა“, - განაცხადა დოლიძემ.

გადაცემაში მან ასევე ისაუბრა საშემოდგომო გეგმებზე და იმაზე თუ როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელ არჩევნებამდე მისვლას. მისი თქმით, ძალიან ცხელი და აქტიური შემოდგომა იქნება, მათ შორის იქნება აქციები.

„ვადამდელი არჩევნები არ არის ახირება. ჩვენ არ გვინდა ერთი ძალის მეორე ძალით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა შეცვლა. ძალიან ცხელი შემოდგომა იქნება, აქტიური შემოდგომა იქნება. ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვიქნებით, რომ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ იმ ფონზე, რომ ანტიდასავლური კამპანია ჩაატარონ, თავს დაესხან აშშ-ს ელჩს, თავს დაესხან ევროკომისიას, ევროპარლამენტს და ამავდროულად, იმედი ჰქონდეს, რომ ვინმე მიგიღებს, ეს არის აბსურდი. ბავშვსაც კი არ სჯერა ეს ყველაფერი. ეს არის მიზანმიმართული მოქმედება, რომ ევროსაბჭომ გვითხრას, რომ „დღეს, სამწუხაროდ თქვენ მზად არ ხართ“.

გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, საკმაოდ გააზრებული გადაწყვეტილება იყო, ეს არ იყო ემოციებზე მიღებული განცხადება. კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. ტაქტიკურ გეგმებზე ღიად არ ვისაუბრებ“, - განაცხადა გადაცემაში დოლიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მოსახლეობა მზად, იმისთვის რომ ქუჩაში გამოვიდეს არა ერთი დღე, არამედ ხანგრძლივად,დოლიძემ უპასუხა, რომ მოსახლეობა მზად არის.

"მე დავინახე, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის შეცდომა ვერ შეაცვლევინებს მოსახლეობას აზრს", - განაცხადა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო