გიორგი ბოტკოველის შეფასებით, ყველა ოპოზიციური პარტია ერთად უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანა გადაარჩინოს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პროტესტის ყველა მშვიდობიანი ფორმა უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდეს.

როგორც ბოტკოველმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, ყველა ოპოზიციური პარტია უნდა ცდილობდეს, იმას რომ ქვეყანა გადაარჩინოს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან გვაქვს კოორდინაცია და ესეც უნდა იყოს. ყველა ოპოზიციური პარტია ერთად უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანა გადაარჩინოს. ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდეს. „ქართული ოცნება“, რაც უფრო დიდხანს იქნება ხელისუფლებაში, მით უფრო მეტად შეექმნება პრობლემა ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ სურვილი არ არის ქვეყნის ევროინტეგრაცია, მათი ყველა ქმედება ადასტურებს ამას.

„ქართული ოცნება“ რეალურად არ არის 12 პუნქტის შემსრულებელი და ამ ყველაფერს რა სჭირდება? ამ ყველაფერს სჭირდება ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლების ცვლილებას რა სჭირდება? სჭირდება პროტესტი, ყველა ფორმით გამოხატვა, ყველა კონსტიტუციური ფორმით გამოხატვა და ქვეყანაში, რაც შეიძლება მალეა ჩასატარებელია არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას დაასრულებს",- განაცხადა ბოტკოველმა.

კითხვაზე, რა იქნება „ნაციონალური მოძრაობას“ შემდეგი ნაბიჯი - დარჩება პარლამენტში და საპარლამენტო პროცესში მიიღებს მონაწილეობას თუ უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბოტკოველმა უპასუხა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გარდა იმ გეგმისა, რაც ნიკა მელიამ წარმოადგინა, გააგრძელებს ხელისუფლების მხილებას ყველა იმ საკითხში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულებას

"ნიკა მელიას მიერ წარმოდგენილ გეგმაში, სადაც საუბარი იყო საპროტესტო მუხტზე, აქციებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობაზე, გარდა ამისა გააგრძელებს ხელისუფლების მხილებას ყველა იმ საკითხში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულებას. ჩვენ ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე დაინიშნოს არჩევნები. ყველა კვლევა, მოსახლეობასთან შეხვედრა, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა მეტყველებს იმაზე, რომ დღეს ხელისუფლების რეიტინგი არის მინიმუმამდე დასული. დღეს თუ ვინმე პოლარიზებას ახდენს - ეს არის ხელისუფლება. პოლარიზება ხდება, სწორედ, განგებ. ბიძინა ივანიშვილს არ სურს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია.

მთავარია კონსოლიდაცია, მთავარია საერთო ოპოზიციური კონსოლიდაცია. ოპოზიციის ერთად ბრძოლა კიდევ მეტ მოტივაციას მისცემს მოქალაქეებს“,- განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი