ქედის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბარდოს კომუნას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ქედის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბარდოს კომუნას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებას, ქალაქ ბარდოს კომუნაში, აჭარის დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით ესწრებოდა. ქართული მხარე პოლონეთში, კარპაჩის 31-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა.

ხელმოწერამდე შეთანხმება, ბარდოს კომუნის საბჭოს სხდომაზე კანონმდებლებმა ერთხმად დაამტკიცეს. სხდომას აჭარის დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.

6-მუხლიანი დოკუმენტი, რომელსაც ბარდოს და ქედის მერებმა - კრიშტოფ ჟეგანსკიმ და როლანდ ბერიძემ მოაწერეს ხელი, პოლონეთისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამოცდილების გაზიარებას, თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობას, ევროკავშირის ფონდებიდან, კომუნალური და საერთაშორისო პროგრამებიდან რესურსების გამოყენებას, ტურიზმის, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სფეროებში აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამასთან, მხარეებს შორის პერიოდულად გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

ქვემო სილეზიის სავოევოდოსა და აჭარას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს 2011 წელს მოეწერა ხელი, რის საფუძველძეც, გაფორმდა შეთანხმება აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სილეზიის სავოევოდოს სეიმიკს შორის. ორ საკანონმდებლო ორგანოს მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აისახა რეგიონების დონეზე ადგილობრივ თვითმმართველობების თანამშრომლობაზე და ბათუმის, შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების შემდეგ, ქედა რიგით მეოთხეა, რომელთანაც პოლონურმა მხარემ შეთანხმება გააფორმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ