სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ხელმძღვანელობამ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა. კომპანიის საქმიანობასა და ენერგეტიკის დარგის განვითარებაში წვლილის მქონე დამსახურებულ ენერგეტიკოსებს, კომპანიის მენეჯმენტმა ფულადი ჯილდოები და მადლობის სიგელები გადასცა.
„ენერგო–პრო ჯორჯია“ ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს და ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ ადამიანს ენერგეტიკოსების პროფესიულ დღეს! კომპანია მადლობას უხდის ყველა მის თანამშრომელს კომპანიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
„ჩვენი კომპანიის ოპერირების არეალი მოიცავს თითქმის მთელს საქართველოს. ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი თანამშრომელი. კომპანია მუდმივად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და ვამაყობთ, რომ ჩვენთან მუშაობს არაერთი პროფესიონალი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით დარგის განვითარებაში“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"