ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა,მარნეულის  მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვეტერან ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულელ ვეტერან ძიუდოისტებს, მსოფლიო ჩემპიონობა პირადად მიულოცეს.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო და მსოფლიო ჩემპიონებს წარმატება მიულოცა.

მათივე ცნობით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერან ძიუდოისტთა შორის, წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა მარნეულიდან, ზაზა დავაძემ და სანდრო იაკობაშვილმა.

„ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს ზაზა დავაძეს და სანდრო იაკობაშვილს ვეტერანებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს! უზომოდ გაგვახარეს მიღწეული შედეგით, ასახელეს არა მხოლოდ მარნეული, არამედ სრულიად საქართველო. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო!" - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო