ფოთის სკოლებში  საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის სკოლებში, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში N-4 საჯარო სკოლაში სახურავის რეაბილიტაცია, სპორტდარბაზის, სველი წერტილების და გასახდელების, პირველი სართულის ფოიეს მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო N-12 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების და სპორტდარბაზის კეთილმოწყობა.

უწყების ცნობით, მიმდინარე სარემონტო სამუშაობი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბემა" აწარმოებს.

ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, სკოლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ფოთში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 1 ახალი სკოლის მშენებლობა არის დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა