პრეზიდენტი - სასამართლო რეფორმების დროს საჭიროა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები

დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ერთ-ერთი და მთავარი გასაკეთებელი საკითხია ჩვენი ევროპული გზისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, „ამ რეფორმების დროს საჭიროა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს (სვანეთშიც.. თუშეთშიც, მაგრამ სვანეთში ბევრად უფრო დახვეწილი და განვითარებული ფორმით) და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები“.

„მაგალითად, დღეს ძალიან საჭიროა მედიატორობა, სასამართლოები უკვე ვეღარ ასწრებენ სარჩელების შესწავლას და ამდენად, ეს მედიატორის ინსტიტუტი ახალ მნიშვნელობას იძენს და ძალიან პოპულარულია. ეს ტრადიცია აქ არსებობს და რატომ ვიგონებთ ახალს, რაც უკვე გამოგონილია და აქ, სვანებმა უნდა თავიანთი თავი და იდენტობა გამოაჩინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო