40 ქალი ბენეფიციარი ტექნოლოგიების სფეროში USAID-ის მხარდაჭრით BTU-ში გადამზადდება

BTU-ს პროექტის 500 ქალი ტექში მასშტაბი იზრდება. გაზრდილი მასშტაბის ფარგლებში, დამატებით 40 ბენეფიციარი ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით გადამზადდება. პროექტის ფარლებში დამატებით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ახორციელებს.

გადამზადება 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება. 40 ბენეფიციარის შერჩევა მოხდება უკვე რეგისტრირებული 4 000 კანდიდატიდან, რომლებმაც პროექტში 500 ქალი ტექში მონაწილეობისთვის გაიარეს რეგისტრაცია.

გადამზადების შემდეგ, ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ კარიერულ ბუთქემფში, გაივლიან ინდივიდუალური მენტორშიფის პროგრამას და დაესწრებიან დასაქმების ფორუმს 500 ქალი ტექში პროექტის მეორე ეტაპის ბენეფიციარებთან ერთად.

500 ქალი ტექში BTU-ს მასშტაბური პროექტია, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. გადამზადება ტექნოლოგიების სფეროში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

პროექტში მონაწილეობას იღებენ ბენეფიციარები როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი.

პროექტი 500 ქალი ტექის ფარგლებში პირველ ნაკადის გადამზადება 2022 წლის ივლისში დასრულდა. მასში მონაწილეობა 287-მა ბენეფიციარმა მიიღო. ლექტორები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ. ბენეფიციარებს მიმართულებების მიხედვით case დავალებები შესთავაზეს სფეროს ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა. გადამზადების დასრულების შემდეგ, ჩატარდა კარიერული ბუთქემფი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კარიერული წინსვლისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და წარმატებით დასაქმებისთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ. ბუთქემფი შემდეგ თემებს მოიცავდა: ლიდერობა, კრიტიკული აზროვნება, ფრილანსინგი, გასაუბრების ტექნიკები და სხვ.

პროექტის დასასრულს, ბენეფიციარებისთვის ჩატარდა მასშტაბური დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, 200-მდე ღია ვაკანსიითა და სტაჟირების პროგრამით.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში, ჩატარდა Pitch Yourself-ის სესია, სადაც ბენეფიციარებმა, სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად, საკუთარი უნარები დამსაქმებლების წინაშე მოკლე პრეზენტაციებით წარადგინეს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო