ანრი ოხანაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ „ლელოს" ინიციატივაზე - რადიკალური ჯგუფებისთვის რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგის შემზადებაა ის, რომ თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს

ოპოზიციური რადიკალური ჯგუფებისთვის რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგის შემზადებაა ის, რომ თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვახტანგ გომელაურმა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს უმასპინძლა თბილისში, რაზეც „ლელო" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ოხანაშვილის თქმით, გართულდება, რომ პარლამენტში "ასეთ თითიდან გამოწოვილ საკითხზე მსჯელობები გამართო".

"ეს განცხადებები, როგორც ჩანს, გამიზნულად გაკეთდა, რათა ნიადაგი შეამზადოს შესაბამისი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის. დღეს რა დღის წესრიგი აქვთ - არ ერთვებიან სამუშაო ჯგუფებში, მიზანმიმართულად აკეთებენ დეზინფორმაციულ განცხადებებს და პრაქტიკულად, დღის წესრიგი არ გააჩნიათ. ამიტომ ეს არის გასაგები და ნაცადი ხერხი, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგი უნდა შეუმზადდეთ, ეს ნიადაგის შემზადებაა ზუსტად ის, რომ თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს. ეს არის ერთიანი პროცესი, რომ რადიკალიზაცია მოხდეს, ეს არ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე გართულდება ასეთ თითიდან გამოწოვილ საკითხზე მსჯელობები გამართო, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა მოვისმინოთ, რას დაწერენ, რას შემოგვთავაზებენ.

ამასთან, ოპოზიცია თვითონაც უნდა ჩამოყალიბდეს, რა დღის წესრიგით მიდიან. შესაძლებელია რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი მისაღები არ იყოს იმ ოპოზიციური ჯგუფებისთვის, რომლებიც საქმიანად მუშაობენ 12 - პუნქტიან გეგმაზე, ვნახოთ, რა გამოიკვეთება და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ",- განაცხადა ოხანაშვილმა.

პარტია "ლელო" ინიციატივით გამოდის, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

შეგახსენებთ, "ტვ პირველის" ცნობით, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოს დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, ფარულად ჩავიდა რუსეთის ტერიტორიაზე შეხვედრაზე და შემდგომ უმასპინძლა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს თბილისში. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანს, მოწმეთა ინფორმაციით, წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული ტვირთების გატარება, რუსეთის დაკვეთით, კონკრეტული რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და მათი ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობა, რუსეთის მმართველო რეჟიმისათვის არასასურველი პირების საქმიანობაზე კონტროლი და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა