ბათუმში, ცხრასართულიან კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

ბათუმში, ცხრასართულიან კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩის კვეთაში, ცხრასართულიანი კორპუსის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქების შედეგად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაიწვა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერიის თანამშრომლები იმყოფებიან და ფაქტს სწავლობენ.