"დიჯიტალ ტვ"-მ აბონენტებისთვის მომსახურება კიდევ უფრო გაამარტივა

ციფრული მაუწყებლობის ოპერატორმა "დიჯიტალ ტვ"-მ, ქუთაისში, ოფისი გახსნა. ტელევიზიის მომსახურების ადგილზე, ოპერატიულად მიღება, აბონენტებს, თბილისსა და აჭარის რეგიონთან ერთად, ახლა უკვე, იმერეთშიც შეუძლიათ. კომპანიის მომხმარებლებისთვის გამარტივდა მიმღები მოწყობილობისა და აქსესუარების შეძენა, სააბონენტო გადასახადის დაფარვა. პოტენციურ აბონენტებს კი, შეუძლიათ, ოფისში მაუწყებლობის ხარისხიც შეამოწმონ და ქსელში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება, ადგილზევე მიიღონ.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ხითარიშვილი ამბობს, იმერეთში, რეგიონში, ოფისის გახსნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც აბონენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„კომპანია, ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონის მცხოვრებლებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს. ახალი აბონენტები ქსელში სრულიად უფასოდ ჩაერთვებიან და პირველი თვის სააბონენტოსაც საჩუქრად მიიღებენ. დიჯიტალ ტვ-ის ნებისმიერი გემოვნებისა თუ ინტერესების მქონე ადამიანისთვის აქვს საინტერესო არხები“, - გიორგი ხითარიშვილი.

დიჯიტალ ტვ-ის სიგნალი ქვეყნის მოსახლეობის 96%-ზე მეტს ფარავს. კომპანია განვითარებას განაგრძობს და ოფისების გახსნას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა