ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო სუბიექტებთან კონსულტაციებს მართავს

ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო სუბიექტებთან კონსულტაციებს მართავს.

პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობენ "ლელოს", "ნაციონალური მოძრაობის" "მოქალაქეების" და პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები, ასევე, შეხვედრას ესწრება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის სახელით ხათუნა სამნიძე, "რეფორმების ჯგუფის" სხვა წარმომადგენლები - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატები კი კონსულტაციებზე არ იმყოფებიან. რაც შეეხება უმრავლესობას, მათი მხრიდან კონსულტაციებზე წარმოდგენილია მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე კი, პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან - საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უნდა გამართოს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს