ბორჯომის მერია - ბორჯომის მუნიციპალიტეტის ლიკანის №3 და დვირის საბავშვო ბაღის შენობაზე მზის ენერგიის პანელები განთავსდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ლიკანის №3 და დვირის საბავშვო ბაღის შენობაზე მზის ენერგიის პანელები განთავსდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, "საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის (ENPARD III)" პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გრანტის სახით 99 000 ლარი მოიპოვა, რითაც მზის ენერგიის პანელების შეძენა-დამონტაჟება მოხდა.

„მზის ენერგიის პანელებით გამომუშავებული ელექტროენერგიით გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღები ისარგებლებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მზის ენერგიის ხარჯზე ელექტროენერგიის მიწოდება მოხდება, რაც სახელმწიფო სახსრების დაზოგვას ხელს შეუწყობს და გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას შეამცირებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო