გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ატენში საუბნო გზები იხრეშება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ატენში საუბნო გზები იხრეშება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ატენში საუბნო გზები იხრეშება.

მათივე ცნობით, სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე ჯამში 1 000 მეტრია.

„2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები 112 სოფელში განხორციელდება. პროექტები ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. თითოეულ სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10 000-დან 20 000 ლარამდეა.

პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ჯამში, 1 596 000 ლარი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იხილეთ ბმულზე - https://docs.google.com/.../18Xzs2z0QhGPO2uWFBJix.../edit...,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.