ლელა ჯანაშვილი საჯარო სექტორის წარმომადგენლებს ქვემო ქართლის მხარეში შეხვდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები ქვემო ქართლის მხარეში იმყოფებოდნენ.

ლელა ჯანაშვილმა, ქვემო ქართლის რწმუნებულს, გიორგი დოხტურიშვილს და საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც.

„შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, რუსთავის დმანისის, წალკის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე და მათთან არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. აღნიშნული ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ქეთევან კრაწაშვილმა და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო შამუგიამ მიაწოდეს.

შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სხვა რეგიონებში მომავალშიც გააგრძელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის