საფრანგეთი რუსებისთვის ვიზების საფასურსა და მოთხოვნების დამუშავების დროს გაზრდის

საფრანგეთი განაგრძობს რუსებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემას, მაგრამ გაზრდის ვიზის საფასურსა და მოთხოვნების დამუშავების დროს. ამის შესახებ ნათქვამია მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციაში განმარტებულია, რომ პარიზი ევროკავშირის საბჭოს მითითებების შესაბამისად მოქმედებს.

ახალი წესების მიხედვით, ვიზის საფასური გაორმაგდება - 35-დან 80 ევრომდე. გარდა ამისა, შენგენის მოთხოვნის განხილვას ახლა შეიძლება 45 დღე დასჭირდეს.

ვიზის აღების მსურველებს საელჩო ურჩევს, მოგზაურობის დაგეგმვისას, გაითვალისწინონ აღნიშნული პერიოდი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ცვლილებები არ შეეხება გრძელვადიან ვიზებს.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეაჩერონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა