„ბაზისბანკის“ ინვესტიციით გორში ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები გაშენდა

„ბაზისბანკმა“, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, გორის რაიონის სოფელ ძევერასა და მარანაში ვაშლის ბაღების გასაშენებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი ლარია, აქედან „ბაზისბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მსესხებლებმა ასევე ისარგებლეს სახელმწიფო პროექტის, „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსებით.

„მარანას ბაღსა“ და „ძევერას ბაღში“ თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები ჯამურად 14 ჰექტარ ფართობზე გაშენდა, საიდანაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 4000-მდე ვაშლის ნერგი დაირგო. უკვე წელს, ბაღის მოსავლიანობა 70 ტონას მიაღწევს და პროდუქციის რეალიზება სრულად მოხდება ქართულ ბაზარზე. მომავალში, მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, დაგეგმილია პროდუქციის რეალიზაცია უცხოურ ბაზრებზე. ბაღებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ბაღებში სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემები, ხოლო ამ ეტაპზე სეტყვისგან დამცავი ბადისა და მისი საყრდენი სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს.

„ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ „ბაზისბანკის“ ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებს. მუდმივად ჩართული ვართ აგროსექტორის განვითარებაში და ფინანსური დახმარებას ვუწევთ სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით“, - აღნიშნა „ბაზისბანკის“ კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო